ვიტალი კლიჩკო და დევიდ ჰეი შეთანხმდნენ

AutoSharing Option
ვლადიმერ კლიჩკოსა და ჟან-მარკ მორმეკის ბრძოლის შემდეგ საინტერესო ამბავი შეიტყვეს კრივის მოყვარულებმა: ვიტალი კლიჩკო და ბრიტანელი დევიდ ჰეი მაინც გამართავენ ერთმანეთში საჩემპიონო ბრძოლას.

რამდენიმე ჩაშლილი მოლაპარაკებისა და ჰეის დიდი სპორტიდან წასვლის მიუხედავად, პროფესიულ კრივში ერთ-ერთი სასურველი ბრძოლა მაინც შედგება. ამის შესახებ ბრიტანელმა მოკრივემ საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა.

"ვიტალი, როგორც იქნა, დათანხმდა ჩემთან ბრძოლას, - დაწერა ჰეიმ თავის გვერდზე. - უკვე განვიხილეთ ბრძოლის პირობები, რომელიც ამა წლის დეკემბერში უნდა გაიმართოს.

თუმცა კლიჩკოებ
ის მენეჯერი ბერნდ ბენტე უარყოფს ამ ინფორმაციას. არ მესმის, რატომ გიმალავთ ის ამ ახალ ამბავს. იქნებ უნდა შევახსენოთ, რომ ის კლიჩკოზე მუშაობს, რომელიც დღეს თავად მოგიყვებათ მომავალი ბრძოლის შესახებ"?

მართლაც, მოგვიანებით WBC-ის ჩემპიონმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ მისი მომდევნო მეტოქე სწორედ დევიდ ჰეი იქნება.

"შემიძლია გაცნობით, რომ შემდეგ ბრძოლას ჰეის წინააღმდეგ ჩავატარებ, - განაცხადა უფროსმა კლიჩკომ. - მისი ნოკაუტში გაგზავნა ჩემი მთავარი მიზანი და ოცნებაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული