რამდენიმე ჩაშლილი მოლაპარაკებისა და ჰეის დიდი სპორტიდან წასვლის მიუხედავად, პროფესიულ კრივში ერთ-ერთი სასურველი ბრძოლა მაინც შედგება. ამის შესახებ ბრიტანელმა მოკრივემ საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა.
"ვიტალი, როგორც იქნა, დათანხმდა ჩემთან ბრძოლას, - დაწერა ჰეიმ თავის გვერდზე. - უკვე განვიხილეთ ბრძოლის პირობები, რომელიც ამა წლის დეკემბერში უნდა გაიმართოს.
თუმცა კლიჩკოებ
მართლაც, მოგვიანებით WBC-ის ჩემპიონმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ მისი მომდევნო მეტოქე სწორედ დევიდ ჰეი იქნება.
"შემიძლია გაცნობით, რომ შემდეგ ბრძოლას ჰეის წინააღმდეგ ჩავატარებ, - განაცხადა უფროსმა კლიჩკომ. - მისი ნოკაუტში გაგზავნა ჩემი მთავარი მიზანი და ოცნებაა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"