მენი პაკიაოს იჭერენ?

AutoSharing Option
ფილიპინების საგადასახადო პოლიციის წარმომადგენლები სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ მსოფლიოს საუკეთესო მოკრივისა და პარლამენტარის, მენი პაკიაოს წინააღმდეგ. მოკრივემ ყურად არ იღო პოლიციის მოთხოვნა - პირველ მარტამდე წარმოედგინა შესაბამისი დოკუმენტები.

როგორც სააგენტო "როიტერი" წერს, ახლა ადგილობრივი პროკურატურა გადაწყვეტს - საკმარისია თუ არა საგადასახადო პოლიციის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოში საქმის აღძვრისთვის. თუ მოვლენები მსოფლიოს ჩემპიონისთვის არასასურველი სცენარით განვითარდა, ის შეიძლება ორწლიანი პატიმრობით დასაჯონ.

სიტუაციის კომენტირებისას შიდა შემოსავლების ბიუროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პაკიაოს 2010 წლის დოკუმენტებში ბევრი უზუსტობა და გადაცდენებია. მოკრივის წარმომადგენელთა მხრიდან
ჯერჯერობით კომენტარი არავის გაუკეთებია.

დავამატებთ, რომ ჟურნალ "ფორბსის" ვერსიით, პაკიაო 2011 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიაში 24-ე ადგილს იკავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული