რევანში არ შედგა

AutoSharing Option
მექსიკელმა მოკრივემ ორლანდო სალიდომ 57.2-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBO-ის ტიტული დაიცვა.

10 მარტს მან ნოკაუტით დაამარცხა პუერტორიკოელი ხუან მანუელ ლოპესი. მექსიკელმა მეტოქე მეათე რაუნდის დასაწყისში დასცა რინგზე.

ბრძოლას პუერტო რიკოს დედაქალაქი სან ხუანი მასპინძლობდა. მეხუთე რაუნდში ლოპესმა სალიდო ნოკდაუნში გაგზავნა, მაგრამ მექსიკელი "მეათე" თვლაზე წამოდგა, მალე კი მას რაუნდის დასრულების მაუწყებელმა გონგმა მოუსწრო.

მეათე რაუნდის დასაწყისში ლოპესი სალიდოს დარტყმების სერიის შემდეგ ნოკდაუნში აღმოჩნდა. მასპინძელმა მოკრივემ შეძლო ფეხზე წამოდგომა, მაგრამ რეფერი რობერტო რამირესმა ბრძოლა შეაჩერა. მსაჯის აზრით, ლოპესს არ შეეძლო ბრძოლის გაგრძელება.

შეხვედრის შემდეგ ლოპესმა განაცხადა, ის იგებდა შეხვედრას, მაგრამ რეფერიმ ნაადრევად დაასრულა ბრძოლა. ცხრა რაუნდის მიხედვით ორი მსაჯის ბარათით ლოპესი იგებდა - 86:84, ერთ მსაჯს კი ფრე ჰქონდა დაფიქსირებული - 85:85. სალიდომ განაცხადა, რომ მზად არის ისევ შეხვდეს ლოპესს.

სალიდო და ლოპესი პირველად 2011 წლის აპრილში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მაშინ ტექნიკური ნოკაუტით სალიდომ გაიმარჯვა. სულ პროფესიულ რინგზე 31 წლის მექსიკელმა 52 ბრძოლა გამართა, 38 გამარჯვება მოიპოვა (26 - ნოკაუტით), 11-ჯერ დამარცხდა და ორი ბრძოლა ფრედ დაასრულა. კიდევ ერთი ბრძოლა გაუქმებულად გამოცხადდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული