ერთი ბრალდების შესახებ ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით. ის ფილიპინების საგადასახადო სამსახურიდან მოდის, რომელიც იძულებულია სასამართლოში უჩივლოს მენის იმის გამო, რომ მოკრივე არ ემორჩილება მათ კანონებს. საგადასახო სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, მრავალიცხოვანი მოთხოვნების მიუხედავად, პაკიაომ არ წარმოადგინა დამატებითი დოკუმენტაცია 2010 წლის საგადასახო დეკლარაციის შესახებ.
მეორე ბრალდება ჟურნალისტებიდან მოდის, რომლებმაც გაარკვიეს, რომ პაკიაო საკუთარ სახლში მალავდა სკანდალურად ცნობილ ადგილობრივ პოლიტიკოსს მოჰამედ
თავად პაკიაომ ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის ითანამშრომლოს საგადასახადო ორგანოებთან. "თუ ისინი ჩვენგან დოკუმენტებს ელიან, დრო უნდა მოგვცენ მათი მოთხოვნების შესასწავლად, - თქვა ჩემპიონმა. - არც მიფიქრია შემოწმებისთვის თავის არიდება". თუმცა საგადასახო სამსახურის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ პაკიაოს უკვე დიდი ხანია აცნობეს დოკუმენტების წარმოდგენის შესახებ.
პაკიაოს პრომოუტერმა ბობ არუმმა, რომელიც თავად იყო საგადასახადოების იურისტი, განაცხადა, რომ მენის ყველა შემოსავალი აშშ-ში - ბრძოლების ჰონორარები და სარეკლამო კონტრაქტები - სათანადოდ არის გაფორმებული და მათგან 30 პროცენტი აშშ-ის ტერიტორიაზე დარჩა. "არავინ ამბობს, რომ ის არ იხდის გადასახადებს, - განაცხადა არუმმა. -მენის მცირე სარეკლამო კონტრაქტები აქვს ფილიპინებზე, რომელთანაც ჩვენ კავშირი არ გვაქვს. თუ მის გარშემო მყოფი ადამიანები გულგრილად ეკიდებიან დეკლარაციის საკითხებს, მართლაც შეიძლება პრობლემები წარმოიშვას".
როგორც ვთქვით, მეორე ბრალდება უკავშირდება მოჰამედ აკიას დამალვას. ეს გახლავთ კონტრაბანდასთან ბრძოლის საპრეზიდენტო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, რომელსაც ახლა პოლიცია ეძებს. ეს ბრალდება ადგილობრივი ჟურნალისტისგან ედვინ ესპეხოსგან მოდის, რომლის ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ აკია პაკიასოთან ერთად გაფრინდა მანილადან ჯენერალ სანტოს სიტიში, სადაც მოკრივის სახლში პოლიციას ემალებოდა. საპასუხოდ პაკიაომ ჟურნალისტი ტყუილში დაადანაშაულა, მაგრამ ესპეხოს მხარში დაუდგნენ ქვეყნის წამყვანი ჟურნალისტები და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები.
შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს პაკიაოს მორიგი ბრძოლა ელის პირველ ნახევრადსაშუალო წონაში ამერიკელ ჩემპონთან ტიმოტი ბრედლისთან. პირველ საწვრთნელ შეკრებას პაკიაო ფილიპინებზე გამართავს, აპრილში კი დასკვნითი შეკრების ჩასატარებლად ლოს ანჯელესში გაფრინდება.
კლიჩკო რეკორდს არ მისდევს
სუპერმძიმე წონაში WBC-ის მსოფლიოს ჩემპიონი, უკრაინელი ვიტალი კლიჩკო არ აპირებს კრივში რეკორდების დევნას.
კერძოდ, უფროსი კლიჩკოს თქმით, მის გეგმებში არ შედის კრივის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონის სტატუსი, რადგან ახლა უკრაინაში თავისი პოლიტიკური კარიერის განვითარებას გეგმავს.
კითხვაზე - კიდევ რამდენ ხანს აპირებს პროფესიულ რინგზე გამოსვლას, ჩემპიონმა კატეგორიულად განაცხადა: "ეს დიდი ხანი არ გაგრძელდება".
"ნამდვილად არ ვგეგმავ ჯორჯ ფორმენის რეკორდის გაუმჯობესებას. ახლა მინდა მთელი ყურადღება პოლიტიკაზე გადავიტანო, რადგან უკრაინას დიდი პოტენციალი აქვს", - ამბობს WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"