ტაისონი რვაგზის მამა გახდება

AutoSharing Option

15 თვის წინ ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ მაიკ ტაისონმა ტრაგიკული ინციდენტისას ოთხი წლის ქალიშვილი დაკარგა. მაგრამ ახლა მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი სასიამოვნო ამბის მოლოდინშია. კერძოდ, მოკრივე მერვე შვილის დაბადებას ელის - მაიკის მესამე მეუღლე ლაკია სპენსერი მეხუთე თვეზეა ფეხმძიმედ.

ტაისონმა ლაკიაზე შვილის დაღუპვიდან მეცხრე დღეს იქორწინა. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავს - ორი წლის მილანი. ამჯერად წყვილს ვაჟი ეყოლება.

"რკინის მაიკს" ორი შვილი (რეინა და ამირი) დარჩა მეორე ცოლისგან, მონიკა ტერნერისგან, რომელთან ერთადაც 1997-2003 წლებში ცხოვრობ

და. კიდევ ოთხი შვილი - მიკი, მიგელი, დ'ამატო და შარშან დაღუპული ექსოდუსი სხვადასხვა ქალებიდან ჰყავს.
"შესანიშნავი ცხოვრება მაქვს. მყავს ბრწყინვალე მეუღლე, რომელიც ჩემზე ზრუნავს. ღმერთს ამისთვის მადლობას ვწირავ! - აღნიშნა 44 წლის ტაისონმა. - მე არ ვიმსახურებ ასეთ ცოლსა და შვილებს, მაგრამ ეს ყველაფერი მაქვს და ბედნიერი ვარ".

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული