15 თვის წინ ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ მაიკ ტაისონმა ტრაგიკული ინციდენტისას ოთხი წლის ქალიშვილი დაკარგა. მაგრამ ახლა მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი სასიამოვნო ამბის მოლოდინშია. კერძოდ, მოკრივე მერვე შვილის დაბადებას ელის - მაიკის მესამე მეუღლე ლაკია სპენსერი მეხუთე თვეზეა ფეხმძიმედ.
ტაისონმა ლაკიაზე შვილის დაღუპვიდან მეცხრე დღეს იქორწინა. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავს - ორი წლის მილანი. ამჯერად წყვილს ვაჟი ეყოლება.
"რკინის მაიკს" ორი შვილი (რეინა და ამირი) დარჩა მეორე ცოლისგან, მონიკა ტერნერისგან, რომელთან ერთადაც 1997-2003 წლებში ცხოვრობ
"შესანიშნავი ცხოვრება მაქვს. მყავს ბრწყინვალე მეუღლე, რომელიც ჩემზე ზრუნავს. ღმერთს ამისთვის მადლობას ვწირავ! - აღნიშნა 44 წლის ტაისონმა. - მე არ ვიმსახურებ ასეთ ცოლსა და შვილებს, მაგრამ ეს ყველაფერი მაქვს და ბედნიერი ვარ".
ლელო