სერხიო მარტინესის ნოკაუტი

AutoSharing Option
გასული უქმეების მთავარი საკრივო ორთაბრძოლა ნიუ იორკში, ლეგენდარულ "მედისონ სკვერ გარდენში" გაიმართა.

ჟურნალ The Ring-ის ვერსიით საშუალო წონის ჩემპიონი, 37 წლის არგენტინელი სერხიო მარტინესი (49-2-2, 27KO) ბრიტანელ მეტიუ მაკლინს (28-3, 19KO) ხვდებოდა.

მარტინესმა ჩვეულებრივზე სწრაფ ტემპში დაიწყო ბრძოლა და ტემპიანი იერიშების განხორციელებას ცდილობდა. მაკლინი კი მესამე რაუნდიდან შეუდგა ინციატივისთვის ბრძოლასა და მეტოქის დარტყმებზე პასუხის გაცემას. უფრო მეტიც, ბრიტანელმა მეშვიდე რაუნდში ნოკდაუნშიც კი ჩააგდო მეტოქე, თუმცა მეტად საეჭვო სიტუაცია იყო და რეფერის შეეძლო, არც დაეთვალა ათამდე მარტინესისთვის.

საერთო ჯამში, არგენტინელი დამაჯერებლად
აკონტროლებდა შეხვედრის მსვლელობას და კარგად იყენებდა უპირატესობას სისწრაფესა და დარტყმების ძალაში. ყველაფერი მე-11 რაუნდის ბოლოს გადაწყდა, როცა დარტყმების გაცვლისას მარტინესმა უძლიერესად მოიქნია მარჯვენა და მაკლინი ნოკდაუნში გაგზავნა.

ბრიტანელი მძიმედ წამოდგა და გააგრძელა რაუნდი, რომლის დასრულებამდე 10 წამი რჩებოდა, მაგრამ მარტინესი მაშინვე მივარდა მეტოქეს და პრაქტიკულად გონგთან ერთად გაგზავნა მაკლინი მძიმე ნოკდაუნში.

ბრიტანელმა ათ თვლამდე ადგომა მოასწრო და თავისი კუთხისკენ საკუთარი ფეხით მივიდა, მაგრამ შესვენებაზე მისმა სეკუნდანტებმა გადაწყვიტეს, რომ მეტიუს არ შეეძლო ბრძოლის გაგრძელება. ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება მარტინესს მიანიჭეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული