ჟურნალ The Ring-ის ვერსიით საშუალო წონის ჩემპიონი, 37 წლის არგენტინელი სერხიო მარტინესი (49-2-2, 27KO) ბრიტანელ მეტიუ მაკლინს (28-3, 19KO) ხვდებოდა.
მარტინესმა ჩვეულებრივზე სწრაფ ტემპში დაიწყო ბრძოლა და ტემპიანი იერიშების განხორციელებას ცდილობდა. მაკლინი კი მესამე რაუნდიდან შეუდგა ინციატივისთვის ბრძოლასა და მეტოქის დარტყმებზე პასუხის გაცემას. უფრო მეტიც, ბრიტანელმა მეშვიდე რაუნდში ნოკდაუნშიც კი ჩააგდო მეტოქე, თუმცა მეტად საეჭვო სიტუაცია იყო და რეფერის შეეძლო, არც დაეთვალა ათამდე მარტინესისთვის.
საერთო ჯამში, არგენტინელი დამაჯერებლად
ბრიტანელი მძიმედ წამოდგა და გააგრძელა რაუნდი, რომლის დასრულებამდე 10 წამი რჩებოდა, მაგრამ მარტინესი მაშინვე მივარდა მეტოქეს და პრაქტიკულად გონგთან ერთად გაგზავნა მაკლინი მძიმე ნოკდაუნში.
ბრიტანელმა ათ თვლამდე ადგომა მოასწრო და თავისი კუთხისკენ საკუთარი ფეხით მივიდა, მაგრამ შესვენებაზე მისმა სეკუნდანტებმა გადაწყვიტეს, რომ მეტიუს არ შეეძლო ბრძოლის გაგრძელება. ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება მარტინესს მიანიჭეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"