ვლადიმერ კლიჩკო ოქროს იძლევა

AutoSharing Option
30 მარტს სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონები, უკრაინელი ძმები ვლადიმერ და ვიტალი კლიჩკოები კიევში საქველმოქმედო აუქციონს ჩაატარებენ, რომლის ერთ-ერთი მთავარი ლოტი იქნება უმცროსი კლიჩკოს - ვლადიმერის მიერ 1996 წელს ატლანტას ოლიმპიადაზე მოგებული ოქროს მედალი.

გარდა ამისა, აუქციონზე გამოიფინება მსოფლიოში ერთადერთი ნახატი, რომელიც საკრივო ორთაბრძოლის დროს პირდაპირ არენაზეა შესრულებული.

ცნობილმა გერმანელმა ფერმწერმა არმინ ფლოსდორფმა ტილოზე გადმოიტანა თავისი ემოციები 3 მარტს, დიუსელდორფში გამართული ბრძოლის დროს, რომელშიც ერთმანეთს ხვდებოდნენ ვლადიმერ კლიჩკო და ჟან-მარკ მორმეკი. მხატვარმა ტილოს შექმნა ოთხ რაუნდში მოასწრო. სწორედ ამდენ ხანს გრძელდებოდა
შეხვედრა, რომელიც ფრანგი მოკრივის ნოკაუტით დასრულდა.

კიდევ ერთი ლოტი იწვევს ინტერესს. ეს არის გოლფის თამაში შოტლანდიაში სენტ-ენდრიუსის უძველეს სამეფო კლუბში. ამ ლოტის მფლობელი გოლფს ითამაშებს ვლადიმერ კლიჩკოსთან ერთად მსოფლიოში უძველეს მოედანზე. აუქციონზე დაახლოებით 150 სტუმარს ელიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული