ასეთია იმ გამოკვლევის შედეგები, რომელიც გიოტერბორგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს.
"ჩვენმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მოკრივეებს მატჩის შემდეგ ტვინის სითხეში ოთხი სხვადასხვა ტიპის პროტეინის აწეული კონცენტრაცია აღმოაჩნდათ, რაც ტვინის ნერვული უჯრედების დაზიანებაზე მეტყველებს. ორი ტიპის პროტეინის შემცველობა დასვენების შემდეგაც კი ამაღლებული რჩებოდა", - განაცხადა გამოკვლევის ხელმძღვანელმა სანნუ ნესელიუსმა, რომელიც ადრე თავად იყო კრივით დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ სამოყვარულო კრივში, პროფესიონალურისგან განსხვავებით, სპორტსმენის თავს
მეცნიერებმა დასკვნა 30 შვედ მოკრივეზე დაკვირვების შემდეგ გააკეთეს. თითოეულმა მათგანმა 47 მატჩში მაინც მიიღო მონაწილეობა და მედიკოსებმა მათი მდგომარეობა ჯერ მატჩიდან ერთი კვირის შემდეგ, შემდეგ კი ორკვირიანი დასვენების შემდეგ გამოიკვლიეს. არცერთი მოკრივე ნოკაუტში არ ყოფილა.
დაკვირვების შემდეგ ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მატჩიდან ერთი კვირის შემდეგ ტვინის დაზიანების ნიშნები მოკრივეთა 80 პროცენტს ჰქონდა, 20 პროცენტს კი ეს ნიშნები დასვენების შემდეგაც აღენიშნებოდა.
პროფესიონალურ კრივში თავის ტვინის დაზიანების საფრთხის შესახებ სპორტული სამყაროსთვის კარგა ხანია, ცნობილია. რაც შეეხება სამოყვარულო კრივს, აქ საფუძვლიანი გამოკვლევები აქამდე არ იყო ჩატარებული.