კლიჩკო-ტომპსონი დადასტურდა

AutoSharing Option
ოფიციალურად დადასტურდა საჩემპიონო ორთაბრძოლა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში.

WBA-ს, IBF-ისა და WBO-ს ვერსიებით, მსოფლიოს ჩემპიონი, უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო ტიტულის მორიგ დაცვას ამერიკელი ტონი ტომპსონის წინააღმდეგ ჩაატარებს. ბრძოლა 7 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ბერნში გაიმართება.

40 წლის ტომპსონი, მეტსახელად "ვეფხვი", IBF-ის ვერსიით გახლავთ ოფიციალური პრეტენდენტი. მის აქტივშია 36 გამარჯვება (24 - ნოკაუტით) და ორი წაგება.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ამ მოკრივეთა მეორე შეხვედრა. 2008 წელს ამერიკელი WBO-ს აუცილებელი პრეტენდენტი იყო და უმცროს კლიჩკოსთან მე-11 რაუნდში დამარცხდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ხუთი ბრძოლა მოიგო.

"ტომპსონი
ძლიერი და რთული ცაცია მოკრივეა. კარგი ტექნიკა გააჩნია და ერთ-ერთი რთული მოწინააღმდეგე იქნება ჩემს კარიერაში. ვიცი, რომ თავისი გამარჯვებათა სერიით თავდაჯერებულობა მოემატა. ამიტომაც მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას.

მიხარია ბერნის არენაზე გასვლა, სადაც 2009 წელს ჩემი ძმა ჩხუბობდა და შვეიცარიული პუბლიკისგან დიდი მხარდაჭერაც იგრძნო", - განაცხადა ვლადიმერ კლიჩკომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული