ვიტალი კლიჩკოს სექტემბერი

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონმა ვიტალი კლიჩკომ თავისი მორიგი ბრძოლის მიახლოებითი თარიღი დაასახელა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს კლიჩკოს მწვრთნელმა ფრიც ზდუნეკმა აცნობა. უკრაინელი 2012 წლის სექტემბერში აპირებს რინგზე გასვლას. ექიმების ვარაუდით, ამ დროისთვის ვიტალის მორჩენილი ექნება მარცხენა მხარი, რომელიც 19 თებერვალს ბრიტანელ დერეკ ჩისორასთან ბრძოლაში დაიზიანა.

ჩისორას წინააღმდეგ უფროსმა კლიჩკომ წარმატებით დაიცვა WBC-ის საჩემპიონო ქამარი.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ უფროსი კლიჩკო, რომელიც ივლისში 41 წლის გახდება, ბრიტანელ დევიდ ჰეისთან აპირებდა შეხვედრის გამართვას. ამ მოკრივემ 2011 წლის ოქტომბერში გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ, თუმცა არაერთხელ
უთქვამს, რომ დაბრუნდებოდა დიდ სპორტში კლიჩკოსთან ბრძოლის სანაცვლოდ.

ამერიკული პრესის ცნობით, ჰეისთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, კლიჩკოსთან ბრძოლის პრეტენდენტები შეიძლება გახდნენ ნაკლებად ცნობილი მოკრივეები, მათ შორის რუსი დენის ბოიცოვი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული