მერაბ თურქაძე აზერბაიჯანელ მოკრივესთან რინგზე არ გავიდა

AutoSharing Option
უკვე გაუწყეთ, რომ ტრაბზონში მოკრივეთა სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირზე 56 კილოგრამ წონით კატეგორიაში მერაბ თურქაძემ ორი მეტოქე დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, რითაც ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა, რადგან ამ წონაში ოლიმპიადის ოთხი საგზური თამაშდებოდა.

20 აპრილს ნახევარფინალში თურქაძე აზერბაიჯანელ მაგომედ აბდულგამიდოვს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ჩვენებური რინგზე არ გავიდა და, ცხადია, წაგება ჩაეთვალა.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში უკრაინელმა პავლო იშჩენკომ 13:7 აჯობა დანიელ დენის ვილი გეილანს და 21 აპრილს ფინალში აბდულგამიდოვს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული