ფლოიდი მეივეზერი 40 მილიონ დოლარს ჩამოდის

AutoSharing Option
ნახევრად საშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონმა ფლოიდ მეივეზერმა (42-0, 26KO) კიდევ ერთხელ შეახსენა ჟურნალისტებს, რა მიზეზი უშლის ხელს ფილიპინელ მენი პაკიაოსთან ბრძოლის გამართვაში.

ფილიპინელმა დიდი ხანია განაცხადა, რომ ამერიკელისგან ბრძოლისგან მიღებული მოგების ნახევარს ითხოვს, მაგრამ თავად მეივეზერი მზად არის, მენის მხოლოდ 40 მილიონი დოლარი დაუთმოს.

"ჩემი წინადადება ნამდვილად არ შეიცვლება. ადგილიდან არ დავიძვრები. 40 მილიონი - ეს ის თანხაა, რომელსაც ის მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრძოლა არ გაიმართება. როგორც უკვე ვთქვი, მენი პაკიაოს უნდა ფლოიდ მეივეზერი, მაგრამ ფლოიდ მეივეზერს არ სჭირდება მენი
პაკიაო", - განაცხადა დაუმარცხებელმა ამერიკელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული