ფლოიდ მეივეზერი იმუქრება

AutoSharing Option
მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მოკრივემ, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა 35 წლის ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა ღია ვარჯიში ჩაატარა პრესის წარმომადგენლებისთვის.

შეგახსენებთ, რომ მეივეზერი ემზადება 5 მაისს დანიშნული ბრძოლისთვის, რომელშიც ის პირველ საშუალო წონაში WBA-ს მსოფლიოს ჩემპიონს, 31 წლის პუერტორიკოელ მიგელ კოტოს შეხვდება. ამ ბრძოლას ლას ვეგასი უმასპინძლებს.

"არასოდეს ჩამოვწერ ხოლმე ჩემს მეტოქეს, ვიდრე მას რინგზე არ შევხვდები. ამჯერად მომიწია წონაში მომატება. პირველად ასეთი რამ 2007 წელს გავაკეთე. ეს არა მხოლოდ გამოწვევაა ჩემთვის, არამედ მცირე უპირატესობას აძლევს კოტოს, რადგან ის ამ წონაში კომფორტულად გრძნობს
თავს.

ბევრი ამაში ხედავს კოტოს შანსს და იმის შესაძლებლობას, რომ პირველი მარცხი მომაყენოს კარიერაში. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ წონაში შემიძლია მისი დამარცხება.

კარგად ვიცი კოტოს პოტენციალი და მისი უპირატესობები რინგზე, მაგრამ 5 მაისს ეს უპირატესობა მას სარგებლობას არ მოუტანს. კრივის მოყვარულებო, მოემზადეთ - მე მას საჩემპიონო კვარცხლ
ბეკიდან ჩამოვაგდებ", - განაცხადა ვარჯიშის დასრულების შემდეგ მეივეზერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული