შეგახსენებთ, რომ მეივეზერი ემზადება 5 მაისს დანიშნული ბრძოლისთვის, რომელშიც ის პირველ საშუალო წონაში WBA-ს მსოფლიოს ჩემპიონს, 31 წლის პუერტორიკოელ მიგელ კოტოს შეხვდება. ამ ბრძოლას ლას ვეგასი უმასპინძლებს.
"არასოდეს ჩამოვწერ ხოლმე ჩემს მეტოქეს, ვიდრე მას რინგზე არ შევხვდები. ამჯერად მომიწია წონაში მომატება. პირველად ასეთი რამ 2007 წელს გავაკეთე. ეს არა მხოლოდ გამოწვევაა ჩემთვის, არამედ მცირე უპირატესობას აძლევს კოტოს, რადგან ის ამ წონაში კომფორტულად გრძნობს
ბევრი ამაში ხედავს კოტოს შანსს და იმის შესაძლებლობას, რომ პირველი მარცხი მომაყენოს კარიერაში. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ წონაში შემიძლია მისი დამარცხება.
კარგად ვიცი კოტოს პოტენციალი და მისი უპირატესობები რინგზე, მაგრამ 5 მაისს ეს უპირატესობა მას სარგებლობას არ მოუტანს. კრივის მოყვარულებო, მოემზადეთ - მე მას საჩემპიონო კვარცხლბეკიდან ჩამოვაგდებ", - განაცხადა ვარჯიშის დასრულების შემდეგ მეივეზერმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"