ქართველი კიკბოქსიორების წარმატება ანთალიაში

AutoSharing Option
16-იდან 22 აპრილის ჩათვლით, თურქეთის ქალაქ ანთალიაში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ტაილანდურ კრივში 18 წლამდე და უფროსი ასაკის სპორტსმენთა შორის.

ჩემპიონატზე, სადაც სულ 35 ქვეყანა მონაწილეობდა, ქართველმა სპორტსმენებმა 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.  

ოქროს მედალს 16 წლის თორნიკე თაბუკაშვილი დაეუფლა, რომელმაც ფინალში სომეხი სპორტსმენი დაამარცხა.

57 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თაბუკაშვილმა 4 ბრძოლა მოიგო და ჩემპიონობა მოიპოვა.

ბრინჯაო კი ცოტნე სულთანიშვილს ( 60 კგ) ერგო. საქართველოს ტაილანდური კრივის ნაკრების წევრებს ივნისში მსოფლიო თასის ეტაპი ელით, სექტემბერში კი სანკტ პეტერბურგში
- მსოფლიო ჩემპიონატი.

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული