მათგან მხოლოდ ორი დამთავრდა ფრედ: დავით რიბაკონი (ბორჯომი) - გიორგი ბეროშვილი (გურჯაანი), ბაჩო კვარაცხელია (ვარიანი) - ზვიად გოგია (ზუგდიდი). ვარიანელმა გიორგი ნადირაძემ ახალციხელ კოტე კურტანიძეს მე-2 რაუნდში მოუგო ნოკაუტით, ხოლო მის თანაგუნდელ რამაზ გოგიჩაშვილს ბორჯომელი ლაშა სამსონაშვილის დასამარცხებლად ერთი რაუნდიც ეყო.
დანარჩენი სამი შეხვედრა კი ასე დამთავრდა: გია ათენოვი (ვარიანი) - ჯაბა კაკულია (ზუგდიდი) 40:38, გიორგი კანდელაკი (ვარიანი) - შავლეგო წამალაიძე (თბილისი) 58:59, გოჩა მჭედლიშვილი (თბილისი) - გოგიტა
ქომაგთა დიდი ინტერესი გამოიწვია 22 წლის ბორჯომელი კახა ავეტისიანისა (62 კგ) და თბილისელი რუბენ მოვსესიანის ათრაუნდიანმა პაექრობამ საქართველოს ქამრისთვის.
ავეტისიანი ექვსი წელიწადია, პროფესიულ რინგზე გამოდის (მანამდე თანატოლთა შორის ოთხჯერ იყო ქვეყნის ჩემპიონი). 40 ბრძოლიდან 23 მოიგო (მათ შორის - 7 ნოკაუტით), 16 წააგო და ერთადერთი შეხვედრა დაამთავრა ფრედ. საქართველოს ქამარი პირველად 2008 წელს მოიგო, ორი წლის შემდეგ მისი დაცვა შეძლო. 41-ე პაექრობაში კახას უპირატესობა მინიმალური იყო, თუმცა საბოლოოდ ორი ქულით გაიმარჯვა, რამაც ჩემპიონობა მოუპოვა.
კანდელაკის კრივის დარბაზის გარდა, ქართველმა ათლეტებმა ბელგიის რინგზეც იასპარეზეს. 69 კილოში ფოთელი დავით მაკარიძისა (27 შეხვედრიდან 18 მოგება, 8 წაგება, 1 ფრე) და მასპინძელი ჯეკსონ ოსეი ბონსუს (40, 5, 1) დაპირისპირება ფრედ დამთავრდა, ხოლო 88 კილოგრამ წონით კატეგორიაში გორელმა გიორგი თევდორაშვილმა (10, 7, 3) ექვსრაუნდიანი პაექრობა ბელგიელ ისმაილ აბდულთან (43, 24, 2) წააგო.
ორ მაისს ჩვენებურები დონეცკში მოსინჯავენ ძალებს. 53 კილოში თბილისელი ლევან ღარიბაშვილი (6 რაუნდი) არტიომ პალაკიანს შეხვდება, 58 კილოში ბორჯომელი მიხეილ ავაკიანი (8 რაუნდი) სტანისლავ მერდოვს დაუპირისპირდება, 72 კილოში კი ვარიანელი შალვა ჯომარდაშვილი (8 რაუნდი) არტიომ რედკოს დასამარცხებლად იბრძოლებს. ჩვენებურთა სამივე მეტოქე უკრაინელია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"