5 მაისს დიდი კრივია

AutoSharing Option
5 მაისს ლას ვეგასში დიდი საკრივო შოუა დაგეგმილი. ერთ საღამოს გაიმართება ორი საინტერესო ორთაბრძოლა. პირველ საშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონი, მექსიკელი საულ ალვარესი სამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, ამერიკელ შეინ მოზლის შეხვდება.

შემდეგ კი რინგზე გავლენ პროფესიულ კრივში დაუმარცხებელი ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი და პუერტორიკოელი მიგელ კოტო. ამ ბრძოლაში თამაშდება პირველ საშუალო წონაში WBA-ს ტიტული, რომელიც მეივეზერს ეკუთვნის.

ბრძოლის მონაწილეები გუშინ ლას ვეგასში ჩავიდნენ და "MGM გრანდ-არენას" ეწვივნენ, სადაც აღნიშნული ორთაბრძოლები გაიმართება.

ბუკმეიკერები უპირატესობას მეივეზერს ანიჭებენ. გამარჯვებაში ეჭვი არც ამერიკელ მოკრივეს
ეპარება.

"ადრე მე მეუბნებოდნენ, რომ შეინ მოზლი სხვა მოკრივე გახდა მას შემდეგ, რაც მარგარიტოზე გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ მე დავამარცხე მოზლი და შემდეგ დაწერეს, რომ ის დაბერდა. ამიტომაც არ მჯერა, რომ კოტო შეიცვალა მენი პაკიაოსთან ბრძოლის შემდეგ.

თუმცა კოტო ფიზიკურად ძალიან ძლიერი და აგრესიული მოკრივეა და არ ვაპირებ მის იგნორირებას", - განაცხადა MGM-ში მეივეზერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული