შალვა ჯომარდაშვილი დონეცკში გამართულ სარეიტინგო ბრძოლაში ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
დონეცკის სასპორტო კომპლექს "სპორტმაქსის" რინგზე პროფესიონალ მოკრივეთა 9 საერთაშორისო სარეიტინგო ორთაბრძოლა გაიმართა. ოთხ პაექრობაში საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

სხვებზე უკეთ ვარიანელმა შალვა ჯომარდაშვილმა იასპარეზა. უკრაინაში გამგზავრებამდე ქართველმა მოკრივემ პროფესიულ რინგზე 37 შეხვედრიდან 32 მოიგო (მათ შორის - 24 ნოკაუტით), 4 წააგო და ერთადერთი ორთაბრძოლა დაამთავრა ფრედ. მისმა კრამატორსკელმა (უკრაინა) მეტოქემ არტიომ რედკომ 24-დან 20 შეხვედრა მოიგო, ორი დათმო და ამდენივე ფრედ დაასრულა.

თანამემამულეთა აქტიური მხარდაჭერით შეგულიანებული რედკო ვერაფერს გახდა - რვარაუნდიანი პაექრობა უშედეგოდ დასრულდა.

სამწუხაროდ, ჩვენებურთაგან დანარჩენები დამარცხდნენ. ახალციხელმა მერაბ შანთაძემ
პროფესიულ რინგზე თავისი მეორე ორთაბრძოლა ილოვაისკელ (უკრაინა) ალექსანდრ გრიშჩუკთან პირველსავე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით წააგო.

ქულებით დათმეს პაექრობები თბილისელმა ლევან ღარიბაშვილმა (9 მოგება, 11 მარცხი, 2 ფრე) დონეცკელ არტიომ დალაქიანთან (2, 0, 0) და ბორჯომელმა მიხეილ ავაქიანმა (14, 5, 1) მასპინძელ სტანისლავ მერდოვთან (32, 8, 0).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული