დევიდ ჰეი და დერეკ ჩისორა ამჯერად რინგზე იჩხუბებენ

AutoSharing Option
ბრიტანელი სუპერმძიმეწონოსნები - დევიდ ჰეი და დერეკ ჩისორა 14 ივნისს რინგზე შეხვდებიან ერთმანეთს. ბრძოლა ლონდონში, "აპტონ პარკის" სტადიონზე გაიმართება, სადაც თავის საშინაო მატჩებს ატარებს საფეხბურთო კლუბი "ვესტ ჰემ იუნაიტედი".

ჩისორამ 2012 წლის 19 თებერვალს გამოიწვია ჰეი ბრძოლაში. ეს ის დღეა, როცა მოკრივეებს შორის პრესკონფერენციაზე ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. ინციდენტი ჩისორასა და უკრაინელ ვიტალი კლიჩკოს შორის საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მოხდა, რომელსაც ჰეი ესწრებოდა. თებერვლის ბოლოს დევიდმა განაცხადა, რომ არ შეხვდებოდა რინგზე ჩისორას.

არც ჰეისა და არც ჩისორას არ გააჩნიათ ბრიტანული
საკრივო ლიცენზია. ჩისორამ ის ჰეისთან პრესკონფერენციაზე ჩხუბის შემდეგ დაკარგა, ჰეის ლიცენზია კი 2011 წლის შემოდგომაზე გააუქმეს, როცა მოკრივემ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ ეს არ იქნება პრობლემა, რადგან ჰეისა და ჩისორას საკრივო ლიცენზიას ლუქსემბურგის კრივის ფედერაცია მიანიჭებს.

ასევე იტყობინებიან, რომ ამ შოუს ეგიდით გაიმართება სუპერმძიმე წონით კატეგორიაში კიდევ ერთი შეხვედრა. WBA-ს რეგულარული ჩემპიონი, 32 წლის რუსი ალექსანდრ პოვეტკინი ტიტულის დაცვას გამართავს აუცილებელ პრეტენდენტთან, 39 წლის ამერიკელ ჰასიმ რაჰმანთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული