დადებითი შედეგი აჩვენა დოპინგსინჯმა, რომელიც 2012 წლის მარტში აიღეს. სპორტსმენის ორგანიზმში ტესტოსტერონი აღმოჩნდა.
იმ პერიოდში პიტერსონი ბრიტანელ ამირ ჰანთან ჩხუბისთვის ემზადებოდა. 2011 წლის 10 დეკემბერს პიტერსონმა ჰანი დაამარცხა და მას საჩემპიონო ტიტულები ჩამოართვა, მაგრამ ბრიტანელმა მოკრივემ განაცხადა, რომ ბრძოლის შედეგი არასამართლიანი იყო.
პიტერსონმა და ხანმა რევანშზე მოილაპარაკეს, რომელიც 19 მაისს უნდა გამართულიყო. ახლა კი დადებითი დოპინგ-სინჯის გამო ამ ბრძოლის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
როგორც ESPN აღნიშნავს,
სპორტსმენებმა კონტრაქტი გააფორმეს ანტისადოპინგო ასოციაციასთან, რომელმაც შემოწმება ჩაუტარა მოკრივეებს. ჟურნალ The Ring-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ასოციაციის წერილი ნევადას შტატის ათლეტური კომისიისადმი, რომელშიც იტყობინებიან კიდეც პიტერსონის დოპინგის შესახებ.
სულ 28 წლის პიტერსონმა პროფესიულ რინგზე 32 ბრძოლა გამართა. მან მოიგო 30 შეხვედრა (15 - ნოკაუტით), დამარცხდა ერთხელ და ერთი ბრძოლა ფრედ დაასრულა. 25 წლის ხანმა 28 ბრძოლიდან 26 მოიგო (18 - ნოკაუტით) და ორჯერ დამარცხდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"