ექვსი კანდიდატი ვიტალი კლიჩკოსთვის

AutoSharing Option
ძმები კლიჩკოების მენეჯერმა ბერნდ ბენტემ დაასახელა სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონის - ვიტალი კლიჩკოს პოტენციური მეტოქეები.

სიაში მოხვდა ექვსი მოკრივე, - წერს გაზეთი Hamburger Abendblatt. უფროსი კლიჩკო მომდევნო ბრძოლის გამართვას პირველ ან რვა სექტემბერს გეგმავს.

ბენტეს თქმით, კლიჩკოსთან ბრძოლის შანსი აქვთ შემდეგ სუპერმძიმეწონოსნებს: კანადელ ბერმეინ სტივერნს, კუბელ ლუის ორტისს, პოლონელ მარიუშ ვახს, ამერიკელებს სეტ მიტჩელსა და ფრანკლინ ლოურენსს, აგრეთვე სირიელ მოკრივეს მანუელ ჩარს.

პრომოუტერმა განაცხადა, რომ ამ მოკრივეებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, მაგრამ ოფიციალური წინადადებით არავისთვის მიუმართავთ.

40 წლის ვიტალი კლიჩკოს კარიერაში
46 ბრძოლა აქვს გამართული. აქედან მან მოიგო 44 შეხვედრა (40 - ნოკაუტით) და ორჯერ დამარცხდა.

ბრიტანელ დერეკ ჩისორასთან თავის ბოლო ბრძოლაში (2012 წლის თებერვალში) უკრაინელმა მხარის ტრავმა მიიღო და დაახლოებით აგვისტოში უნდა ჩადგეს მწყობრში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული