ფლოიდ მეივეზერი ციხეში მიდის

AutoSharing Option
პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ამერიკელი, თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივედ აღიარებული ფლოიდ მეივეზერი 2 ივნისიდან დაიწყებს იმ სასჯელის მოხდას, რომელიც გასული წლის დეკემბერში სასამართლომ გამოუწერა. ლაპარაკია ექვსთვიან პატიმრობაზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის სასამართლომ ეს ვადა (ამ ექვსი თვიდან სამი პირობითია) მეივეზერს ორი მუხლის მიხედვით მიუსაჯა: "ძალადობა ოჯახში" და "თავდასხმა ფიზიკური ძალის გამოყენებით".

მოკრივეს სასჯელის მოხდა უფრო ადრე უნდა დაეწყო, მაგრამ მოსამართლე მელისა სარაგოსამ გაითვალისწინა ფლოიდის თხოვნა, რომელიც შემდეგში მდგომარეობდა - მოკრივეს სურდა სრულფასოვანი მომზადება გაევლო მიგელ კოტოსთან ბრძოლის წინ.

შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა 5
მაისს ჩატარდა და მეივეზერის გამარჯვებით დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული