ევანდერ ჰოლიფილდს ციხე ემუქრება

AutoSharing Option
მძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი ევანდერ ჰოლიფილდი შესაძლოა თავისი 18 წლის ქალიშვილისთვის, ემანისთვის, ალიმენტის გადაუხდელობის გამო დააპატიმრონ. ჰოლიფილდის ვალი 372 ათას დოლარს შეადგენს.

სოციალურმა სამსახურებმა ემანი ჰოლიფილდის სახელით სასამართლოს უკვე მიმართეს და მოკრივის დაპატიმრება და ვალის გადასახდელად აუცილებელი თანხის ამოღება მოითხოვეს.

აღსანიშნავია, რომ 49 წლის ამერიკელს იმ თანხიდან, რომლის გადახდაც სასამართლომ 2010 წლის აპრილში დააკისრა, ცენტიც არ გადაუხდია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული