ფლოიდ მეივეზერს შანსი აქვს

AutoSharing Option
პირველ საშუალო წონაში WBA-ს ჩემპიონი, ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი 90-დღიანი სასჯელის მოხდას შეუდგა, თუმცა ირკვევა, რომ პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელ მოკრივეს ვადაზე ადრე განთავისუფლების შანსი გააჩნია.

მოკრივე სასჯელს ლას ვეგასის ოლქ კლარკში იხდის და თუ უახლოესი ხუთი კვირის განმავლობაში მისი ყოფაქცევა სანიმუშო იქნება, ივლისის შუაში ციხიდან გამოსვლის ნებას დართავენ.

მეივეზერი ერთადგილიან კამერაშია მოთავსებული და იზოლირებულია სხვა პატიმრებისგან. მას უფლება აქვს, ყოველდღე კამერის გარეთ ივარჯიშოს იმ დროს, როცა სხვა განსასჯელები საკუთარ საკნებში იქნებიან. გარდა ამისა, მოკრივე სხვებისგან განცალკევებით გამოიკვებება.

* * *
ამასობაში
ირკვევა, რომ პატიმრობა ემუქრება კიდევ ერთ სახელგანთქმულ ამერიკელ მოკრივეს. ლაპარაკია სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილ აბსოლუტურ ჩემპიონზე ევანდერ ჰოლიფილდზე.

ევანდერს პატიმრობა ალიმენტების გადაუხდელობის გამო ემუქრება. ჯორჯიის შტატის ადამიანთა უფლებების დაცვის დეპარტამენტმა სასამართლოს მიმართა ევანდერის 18 წლის ქალიშვილის - ემანი ჰოლიფილდის სახელით.

გოგონა ირწმუნება, რომ მოკრივეს 2010 წლის აპრილის შემდეგ არ გადაუხდია ალიმენტები და ამ მომენტისთვის ვალი 372 ათას დოლარს შეადგენს.

ადამიანის უფლებათა დამცველები ითხოვენ ჰოლიფილდის დაპატიმრებას და მისი ქონების დაყადაღებას იქამდე, სანამ ის შვილებს ალიმენტს არ გადაუხდის.

თავის მხრივ, ჰოლიფილდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ სიტუაციის შესახებ არაფერი იცის და დაამატა, რომ მოკრივეს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს თავის ქალიშვილთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული