ბრიტანული იერიში კლიჩკოებზე

AutoSharing Option
ინტერნეტგვერდის, BoxingScene.com-ის ინფორმაციით, ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსნებმა - დევიდ ჰეიმ და დერეკ ჩისორამ სრულ ურთიერთგაგებას მიაღწიეს ერთ საკითხში, რომელიც სუპერმძიმე დივიზიონში ძმები კლიჩკოების დომინირებას შეეხება.

ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექსჩემპიონი დევიდ ჰეი მიიჩნევს, რომ "კლიჩკოებს არ უნდათ ჰეისა და ჩისორას ბრძოლის ჩატარება, რადგან ეს მათი შეხვედრების მიმართ ინტერესის შენელებას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ კლიჩკო შემდეგ ბრძოლას 7 ივლისს შვეიცარიაში ჩაატარებს, ვიტალი კი სექტემბრის დასაწყისში აპირებს რინგზე გასვლას, თუმცა ჯერ მეტოქე არ ჰყავს და არც ზუსტი თარიღი იცის.

"მათი ბრძოლების შესახებ არავინ ლაპარაკობს,
ხალხს მხოლოდ ჩვენი შეხვედრა აინტერესებს და კლიჩკოებმა არ იციან, ამას რა მოუხერხონ, - დარწმუნებულია ჰეი. - ძმებს არ უნდათ, რომ სხვა სუპერმძიმეწონოსნებმა აიღონ დიდი ჰონორარები და იყვნენ პოპულარულები. ამიტომაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენმა ბრძოლამ არ დაიმსახუროს საზოგადოების ინტერესი. არადა, მაყურებელს სურს ჩემი და ჩისორას ბრძოლის ხილვა და არა იმის, რასაც კლიჩკოები გვთავაზობენ".

დერეკ ჩისორა ეთანხმება დევიდ ჰეის აზრს. "რაღაცაში მაინც უნდა დავეთანხმო ჰეის. ის მართალია. K2 Promotions-ის პრობლემა იმაშია, რომ ის მუდმივად სვრის ჭუჭყში სხვებს და ფიქრობს, რომ კლიჩკოები - საუკეთესონი არიან კრივში.

უკრაინელები სპორტს დასცინიან, რადგან იმ მომენტისთვის, როცა ერთ-ერთი ძმის წინააღმდეგ საბრძოლველად გადიხარ, ის ბრძოლამდე გამოგიყვანს წყობიდან. ამიტომაც, იცით რა? მე მათ შორს გავუშვებ", - გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები მოკრივემ, რომელმაც ამ სიტყვებს უხამსი ჟესტი დაურთო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული