ამასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა ფილიპინელმა მოკრივემ. როცა მას ჰკითხეს: "ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ბრედლისთან რევანში აღარ შედგება?" პაკიაომ შემდეგი უპასუხა: "ყველა ამბობს, რომ მე დავამარცხე ბრედლი, მიუხედავად იმისა, რომ მსაჯებს სხვა აზრი ჰქონდათ. მაშინ რა საჭიროა რევანში ტიმოტისთან? ეს არაფერში მჭირდება..."
* * *
დიდ სპორტში დაბრუნების შესახებ გამოაცხადა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა
ბრიგსის კარიერაში ბოლო ბრძოლა იყო WBC-ის ჩემპიონთან, ვიტალი კლიჩკოსთან, რომლის შემდეგაც შენონი საავადმყოფოში აღმოჩნდა. თუმცა ამერიკელი დარწმუნებულია, რომ დაამარცხებდა უკრაინელს, პირველ რაუნდში ბიცეპსის კუნთი რომ არ გაეწყვიტა.
"ამ მძიმე ტრავმით 11 რაუნდი გავძელი თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი სუპერმძიმეწონოსნის წინააღმდეგ. თავში 270 დარტყმა მივიღე, მაგრამ მან მაინც ვერ შეძლო ჩემი ნოკდაუნში გაშვება, - განაცხადა ბრიგსმა. - მაშინ ვიტალის გაუმართლა.
ის მრავალი წლის განმავლობაში გაურბოდა ჩემთან ბრძოლას და მოხარული იყო, რომ ჩემმა ტრავმამ შეუწყო ხელი. მაგრამ ახლა ვბრუნდები. ვაპირებ მას ტიტული ჩამოვართვა და მესამედ გავხდე ჩემპიონი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"