გულშემატკივრებმა სულ 18 პაექრობა იხილეს, მათ შორის - ორი გოგონებისა. თბილისელ სოფო ფუტკარაძეს (58 კგ) აქამდე პროფესიულ რინგზე 5 ორთაბრძოლიდან ოთხი მოეგო. გუშინ გორელ მარი ტატუნაშვილთან ოთხრაუნდიანი შეხვედრა ფრედ (40:40) დაამთავრა.
როგორც მარისთვის, ისე სოფოსთვის ეს მეორე დაზავება აღმოჩნდა. ამავე წონაში ნინო ჩხეიძემ (თბილისი) თამუნა სალუქვაძეს (გორი) ქულებით მოუგო - 40:38.
ვარიანელი შალვა ჯომარდაშვილი (75 კგ) გამოცდილი მოკრივეა. პროფესიულ რინგზე
შეხვედრის მოსაგებად სამი წუთი ეყო შავლეგო წამალაიძეს (თბილისი, 69) - ტექნიკური ნოკაუტით მან მერაბ გუკასიანს (ბორჯომი) აჯობა. ასევე, ვადამდე ტექნიკური ნოკაუტით დაამთავრეს პაექრობები ნიკა ქოქაშვილმა (ვარიანი, 54 კგ), გიორგი ბარამიშვილმა (გურჯაანი, 64), კახა ავეტისიანმა (ბორჯომი, 62), ნუგზარ მარგველაშვილმა (საჩხერე, 63,5), გოგიტა გორგილაძემ (თბილისი, 90), გიორგი ბეროშვილმა (გურჯაანი, 75) და მამუკა ჯიქურაშვილმა (გურჯაანი, +91), რომლებმაც, შესაბამისად, მიხეილ სალონინკინს (გორი), ტარიელ მამიტაშვილს (გორი), შალვა გიორგიშვილს, ვალერი ხვედელიანს, ნუკრი გაბიტაშვილს, რუსლან ბადიშოვსა და იმედა სიბაშვილს (ყველა - თბილისი) სძლიეს.
დანარჩენი ორთაბრძოლები უფრო დაძაბულად წარიმართა და გამარჯვებულები ქულათა მცირე სხვაობით გამოვლინდნენ: მალხაზ თათრიშვილი (გორი, 56) - ღვთისო თითბერია (გორი) 39:37, გია ათენოვი (ვარიანი, 60) - მამუკა გუკასიანი (ბორჯომი) 60:58, ფრიდონ ყაყეტაშვილი (გორი, 64) - გიგა ნადირაძე (ვარიანი) 59:57, რამაზ გოგიჩაშვილი (ვარიანი, 69) - ჯაბა შალუტაშვილი (ბორჯომი) 40:39, შალვა მელექსიშვილი (გურჯაანი, 81) - ირაკლი დუნდუა (ფოთი) 40:38. ვაჟთა ერთადერთი დაპირისპირება დამთავრდა ფრედ: პაატა ადუაშვილი (ვარიანი) - გიორგი ჯოჯუა (თბილისი) 40:40.
გუშინდელი ბატალიებიდან ყველაზე დაძაბული და ემოციური გამოდგა 66 კილოში "საქართველოს ქამრისთვის" ბრძოლა ფოთელ გიორგი უნგიაძესა და ქუთაისელ ამბროსი სუთიძეს შორის. ფოთელი მოკრივე ბევრად უფრო გამოცდილია.
პროფესიულ რინგზე 31 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 18 მოიგო. რიონისპირელის მაჩვენებლები უფრო მოკრძალებულია - 9 ორთაბრძოლიდან 5 გამარჯვება.
ყოველივეს მიუხედავად, პაექრობა საინტერესო გამოდგა. თავიდან უკეთ უნგიაძე უტევდა, ბოლო რაუნდები სუთიძემ უკეთ ჩაატარა. საბოლოოდ გიორგი უნგიაძემ (მწვრთნელი დავით დავითიანი) გაიმარჯვა და "საქართველოს ქამარიც" მას ერგო.
- სარეიტინგო ორთაბრძოლების შემდეგ 66 კილოში გიორგი უნგიაძე და ამბროსი სუთიძე დაწინაურდნენ. ამიტომაც გაითამაშეს მათ საჩემპიონო ქამარი, - გვითხრა საქართველოს პროფესიული კრივის პრეზიდენტმა გიორგი კანდელაკმა. - თითქმის თანაბარი ორთაბრძოლა იყო.
მსაჯებმა მცირე უპირატესობა ფოთელ მოკრივეს მიანიჭეს - სხვაობა მხოლოდ 2 ქულა იყო. ორივე სპოტსმენი ახლო მომავალში ახალ სარეიტინგო შეხვედრებს გამართავს. წარმატების შემთხვევაში სუთიძეს შესაძლებლობა ექნება, მეტოქე მატჩ-რევანშში გამოიწვიოს. ორივე ნიჭიერი მოკრივეა და ეს ნიჭი საერთაშორისო სარბიელზე წარმატებისთვის უნდა გამოიყენონ.
გიორგი უნგიაძისა (მარცხნივ) და ამბროსი სუთიძის შეხვედრის მომენტი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"