ევროპის პირველობას ჭაბუკებს შორის ორი ქართველი მოკრივე შემორჩა

AutoSharing Option
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გრძელდება ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს რვა წარმომადგენელი ჩაება.

ოთხდღიანი პაექრობის შემდეგ ბულგარულ რინგს ჩვენებურთაგან მხოლოდ ორი სპორსტმენი შემორჩა.

52 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ცისკარიშვილმა პირველ წრეში ალბანელი რექსჰილო ზენელი დაამარცხა 11:6, მეორეში ინგლისელ პეტერ მაკგრეილთან ფრედ - 8:8 დაამთავრა შეხვედრა.

მსაჯების გადაწყვეტილებით, გამარჯვება ქართველ მოკრივეს მიეკუთვნა. 27 ივნისს იგი რუსი ჯაბრაილ ვიზირხანოვის მძლეველ (15:8) სომეხს - ერიკ პეტროსიანს დაუპირისპირდება.

27 ივნისს გავა რინგზე 63 კილოში ნუკრი ადამიაც, რომელმაც მეორე წრეში (პირველში ისვენებდა) ერიკ ჟერმაკს (პოლონეთი)
აჯობა - 14:11. ჩვენებურს მეტოქეობას გაუწევს თურქი ოგულქან ოზთურქი. ამ უკანასკნელმა რუმინელი ნინელ ჯორჯე ჩამოიშორა გზიდან - 12:6.

პირველ წრეში წარმატებით იასპარეზა შოთა ვაჩაძემ (48 კგ) - ფრანგ აიმერ ტრენერს მოუგო - 15:5, მაგრამ 26 ივნისს სულეიმან ბამატოვს (რუსეთი) დანებდა 6:15 და მაყურებლებში გადაინაცვლა.

მისი ბედი კიდევ ხუთმა ქართველმა მოკრივემ გაიზიარა: ბადრი წიფურია (46) - პაულ კრუგერი (გერმანია) 4:12, ლაშა გურული (50) - ბრანდონ დაორდი (ინგლისი) 5:11, აჩიკო ტურავა (57) - არკადი პლემენიჩენკო (რუსეთი) 9:14, თეიმურაზ ჩხეიძე (60) - დენის პესოტსკი (უკრაინა) 12:20, ბექა დანელია (66) - არტურ კრიჟანოვსკი (გერმანია) - შეხვედრა მე-3 რაუნდში შეწყდა ალემანის აშკარა უპირატესობის გამო.

ჭაბუკების ევროპა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული