ოთხდღიანი პაექრობის შემდეგ ბულგარულ რინგს ჩვენებურთაგან მხოლოდ ორი სპორსტმენი შემორჩა.
52 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ცისკარიშვილმა პირველ წრეში ალბანელი რექსჰილო ზენელი დაამარცხა 11:6, მეორეში ინგლისელ პეტერ მაკგრეილთან ფრედ - 8:8 დაამთავრა შეხვედრა.
მსაჯების გადაწყვეტილებით, გამარჯვება ქართველ მოკრივეს მიეკუთვნა. 27 ივნისს იგი რუსი ჯაბრაილ ვიზირხანოვის მძლეველ (15:8) სომეხს - ერიკ პეტროსიანს დაუპირისპირდება.
27 ივნისს გავა რინგზე 63 კილოში ნუკრი ადამიაც, რომელმაც მეორე წრეში (პირველში ისვენებდა) ერიკ ჟერმაკს (პოლონეთი)
პირველ წრეში წარმატებით იასპარეზა შოთა ვაჩაძემ (48 კგ) - ფრანგ აიმერ ტრენერს მოუგო - 15:5, მაგრამ 26 ივნისს სულეიმან ბამატოვს (რუსეთი) დანებდა 6:15 და მაყურებლებში გადაინაცვლა.
მისი ბედი კიდევ ხუთმა ქართველმა მოკრივემ გაიზიარა: ბადრი წიფურია (46) - პაულ კრუგერი (გერმანია) 4:12, ლაშა გურული (50) - ბრანდონ დაორდი (ინგლისი) 5:11, აჩიკო ტურავა (57) - არკადი პლემენიჩენკო (რუსეთი) 9:14, თეიმურაზ ჩხეიძე (60) - დენის პესოტსკი (უკრაინა) 12:20, ბექა დანელია (66) - არტურ კრიჟანოვსკი (გერმანია) - შეხვედრა მე-3 რაუნდში შეწყდა ალემანის აშკარა უპირატესობის გამო.
ჭაბუკების ევროპა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"