ქართველი მოკრივეები ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს დასჯერდნენ

AutoSharing Option
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 30 ივნისს დასრულდება ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის პირველობა, რომელშიც საქართველოს 10 წარმომადგენელი მონაწილეობდა მთავარი მწვრთნელის კუკური შავგულიძის ხელმძღვანელობით.

ჩვენებურთაგან მხოლოდ ორმა სპორტსმენმა გააღწია ნახევარფინალში, სადაც მასპინძლებს დაუპირისპირდნენ. 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში
ნუკრი ადამია ზდრავკო პოპოვთან დამარცხდა ექვსი ქულით - 10:16.

70 კილოში რატი ტლაშაძე გამოდიოდა. სამწუხაროდ, ფინალში გასვლა ვერც მან მოახერხა - ივაილო ივანოვთან 12:16 წააგო და, ნუკრი ადამიას მსგავსად, ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტლაშაძემ კი არ წააგო, ბრძოლა წაართვეს, რადგან ბულგარეთის კრივის ფედერაციის კომიტეტის წევრის ივან ივანოვის ვაჟს ხვდებოდა
გულშემატკივარი
21:45 30-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული