როგორც მოსალოდნელი იყო, 40 წლის კლიჩკოს მეტოქე იქნება სირიული წარმოშობის გერმანელი მოკრივე მანუელ ჩარი, რომელსაც "კიოლნის კოლოსს" უწოდებენ. 27 წლის ჩარის ანგარიშზე 21-დან 21 მოგებაა.
კლიჩკოს სიტყვებით, მოსკოვში ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და ის მოუთმენლად ელის მათთან შეხვედრას. იმავე "ბილდის" ინფორმაციით, შეხვედრაზე დასწრებას აპირებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ ბრძოლა კლიჩკოსა და ჩარს შორის პირველ ან
როგორც უკვე ვწერდით, ჩართან ბრძოლა, შესაძლოა, ბოლო იყოს ვიტალი კლიჩკოს კარიერაში, რადგან ის საბოლოოდ აპირებს პოლიტიკაში გადასვლას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"