მენი პაკიაოსა და ტიმოტი ბრედლის ბრძოლის შედეგის გამო კრიმინალური გამოძიება არ შედგება

AutoSharing Option
გადაწყდა, რომ ფილიპინელი მენი პაკიაოსა და ამერიკელი ტიმოტი ბრედლის ბრძოლის შედეგის გამო კრიმინალური გამოძიება არ შედგება.

შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს პაკიაომ მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით დათმო საჩემპიონო შეხვედრა ტიმოტი ბრედლის წინააღმდეგ და ამ შეხვედრის შედეგმა აღშფოთება გამოიწვია მთელ საკრივო სამყაროში.

ნევადას შტატის პროკურორმა კატრინ კორტეს მასტომ დაკითხა ბრძოლის რეფერი და კიდევ სამი ადამიანი, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ბრძოლის ორგანიზებაზე. ამის შემდეგ პროკურორმა გადაწყვიტა, რომ არ გააჩნდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი.

"სპორტული მსაჯების სუბიექტური გადაწყვეტილება არ გახლავთ საკმარისი საფუძველი გამოძიების დასაწყებად. ვერ
აღმოვაჩინეთ თუნდაც ერთი ფაქტი, რომელიც იმ შეხვედრაში კანონის დარღვევაზე მიგვანიშნებდა",
- წერია პროკურორის ოფიციალურ განცხადებაში.

უფრო ადრე მსოფლიოს საკრივო ორგანიზაციამ (WBO) ხუთ დამოუკიდებელ არბიტრს დაავალა ბრძოლის შედეგის შემოწმება და ექსპერტთა შეფასებით, იმ ბრძოლაში გამარჯვება პაკიაომ მოიპოვა, მაგრამ შეხვედრის შედეგის შეცვლა WBO-ს არ შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული