ვლადიმერ კლიჩკომ საჩემპიონო ტიტული დაიცვა

AutoSharing Option
უკრაინელმა მოკრივემ, ვლადიმერ კლიჩკომ საჩემპიონო ტიტული დაიცვა, დაამარცხა რა ამერიკელი ტონი ტომპსონი - მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის პრეტენდენტი IBF-ის ვერსიით.

კლიჩკოსა და ტომპსონის ბრძოლა ბერნში, 7 ივლისს გაიმართა. ბრძოლა მეექვსე რაუნდში შეჩერდა, მას შემდეგ რაც უკრაინელის დარტყმამ ტომპსონი ნოკაუტში ჩააგდო.

კლიჩკო და ტომპსონი ბერნის ბრძოლამდე ერთმანეთს რინგზე 2008 წელს ჰამბურგში დაუპირისპირდნენ. მაშინაც უკრაინელმა მოიგო - ტომპსონი მეთერთმეტე რაუნდში ნოკაუტში გაგზავნა.

ტომპსონთან ბრძოლაში უკრაინელმა  IBF-ის ტიტული ზედიზედ მეთორმეტედ დაიცვა. ვლადიმერ კლიჩკო WBO-ს (მსოფლიო საკრივო ორგანიზაცია) ვერსიითაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელია და WBA-ს
(მსოფლიო საკრივო ასოციაცია) სუპერჩემპიონია.

როგორც ცნობილი იყო, ტომპსონთან გამარჯვების შემთხვევაში, კლიჩკო მომდევნო ბრძოლის გამართვას ამერიკელ მოკრივე კრის არეოლასთან 2012 წლის 10 ნოემბერს ნიუ იორკში გეგმავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული