კლიჩკოსა და ტომპსონის ბრძოლა ბერნში, 7 ივლისს გაიმართა. ბრძოლა მეექვსე რაუნდში შეჩერდა, მას შემდეგ რაც უკრაინელის დარტყმამ ტომპსონი ნოკაუტში ჩააგდო.
კლიჩკო და ტომპსონი ბერნის ბრძოლამდე ერთმანეთს რინგზე 2008 წელს ჰამბურგში დაუპირისპირდნენ. მაშინაც უკრაინელმა მოიგო - ტომპსონი მეთერთმეტე რაუნდში ნოკაუტში გაგზავნა.
ტომპსონთან ბრძოლაში უკრაინელმა IBF-ის ტიტული ზედიზედ მეთორმეტედ დაიცვა. ვლადიმერ კლიჩკო WBO-ს (მსოფლიო საკრივო ორგანიზაცია) ვერსიითაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელია და WBA-ს
როგორც ცნობილი იყო, ტომპსონთან გამარჯვების შემთხვევაში, კლიჩკო მომდევნო ბრძოლის გამართვას ამერიკელ მოკრივე კრის არეოლასთან 2012 წლის 10 ნოემბერს ნიუ იორკში გეგმავდა.