სამცხე-ჯავახეთში მოკრივეთა ფესტივალი გაიმართა

AutoSharing Option
ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის 70-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა სამცხე-ჯავახეთის მოკრივეთა რეგიონულ ფესტივალში, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სამხარეო ადმინისტრაციისა და კრივის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით გაიმართა. გამარჯვებულები და პრიზიორები გამოვლინდნენ ხუთ წონით კატეგორიაში.

განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ 56 კილოში გამარჯვებული ახალქალაქელი ვენედიქტ ერანოსიანი, რომელმაც ყველა მეტოქე იოლად დაამარცხა.

საგულისხმოა, რომ ერანოსიანი შარშან ირლანდიაში ახალგაზრდების ევროპის პირველობაში მონაწილეობდა, სადაც მხოლოდ ფინალური პაექრობა დათმო და ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

სამხარეო პირველობის გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

ახალქალაქმა უმასპინძლა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული