საქართველოს ლონდონის ოლიმპიადაზე კრივში წარმომადგენელი აღარ ეყოლება

AutoSharing Option
მოკრივე მერაბ თურქაძემ წონის ნორმატივები ვერ ჩააბარა და ოლიმპიადას გამოეთიშა

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოკრივე მერაბ თურქაძემ წონის ნორმატივები ვერ ჩააბარა და ლონდონის ოლიმპიადას გამოეთიშა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ლონდონში მყოფმა "ლელოს" მთავარმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ განუცხადა, ოლიმპიური ნაკრების ხელმძღვანელების ვერსიით, აწონვისას მოკრივეს 300 გრამი ჰქონდა მომატებული და შესაბამისად, თავის წონით კატეგორიაში ვეღარ იასპარეზებდა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, 27 ივლისს თურქაძის აწონვის მაჩვენებლები მის წონით კატეგორიას შეესაბამებოდა.

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებში თურქაძე ერთადერთი მოკრივე იყო. მას 56 კგ წონით კატეგორიაში 28 ივლისს უნდა ეასპარეზა.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
სამწუხაროდ ამ ახალგაზრდის საქციელს არანაირი გამარტლება არ აქვს, ეტყობა ბევრი ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას ერის და ქვეყნის წინასე , ბევრს ავიწყდება ვისი გორისაა
0
ასეთი უპასუხისმგებლო საქციელისათვის საჭიროა რომ ეს "მზე ჭაბუკი" სპორტს ჩამოაშორონ და რესტორანში მიავლინონ სავარჯიშოთ. იქნებ ჭამის ჩემპიონი მაინც გახდეს. შენ ჭამე ცეცხლზე და ნავთზე მომზადებული კერძები აჰა.
გელა
12:28 29-07-2012
0

სიახლეები პოპულარული