ოლიმპიური ჩემპიონი ერთ დროს ჰაშიშს ყიდიდა

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში მოასპარეზე ბრიტანელი მოკრივე ენტონი ჯოშუა, რომელმაც ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა, შარშან ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით იყო დაკავებული.

შარშან მარტში ჯოშუა ჰაშიშის შენახვისა და რეალიზების გამო დააკავეს. ახალგაზრდა მოკრივეს ციხე ემუქრებოდა, თუმცა სასამართლომ სპორტსმენს საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულების 100 საათი მიუსაჯა.

"ადრე ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი, რომელსაც კარგად ჩაცმა, ჩხუბი და ქალები იზიდავდა.

წესიერი
ადამიანების რიცხვს ნამდვილად არ მივეკუთვნებოდი, თუმცა ამ ფაქტმა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა და მაიძულა, ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას პასუხისმგებლობით მოვკიდებოდი", - თქვა ჯოშუამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული