შარშან მარტში ჯოშუა ჰაშიშის შენახვისა და რეალიზების გამო დააკავეს. ახალგაზრდა მოკრივეს ციხე ემუქრებოდა, თუმცა სასამართლომ სპორტსმენს საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულების 100 საათი მიუსაჯა.
"ადრე ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი, რომელსაც კარგად ჩაცმა, ჩხუბი და ქალები იზიდავდა.
წესიერი ადამიანების რიცხვს ნამდვილად არ მივეკუთვნებოდი, თუმცა ამ ფაქტმა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა და მაიძულა, ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას პასუხისმგებლობით მოვკიდებოდი", - თქვა ჯოშუამ.