ჩინელების ახალი მიზანი - პროფესიული კრივი

AutoSharing Option
ჩინელი ზუ შიმინი, რომელმაც ლონდონის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა 49 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, მზად არის პროფესიულ კრივში გადასასვლელად.

თუ ეს მოხდა, შიმინი იქნება პირველი ჩინელი, რომელიც პროფესიულ კარიერას დაიწყებს.

აღსანიშნავია, რომ 31 წლის სპორტსმენი ლონდონის საკრივო ტურნირის ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონია. მან მესამე მედალი მოიპოვა ზაფხულის თამაშებზე: 2004 წელს ათენში ბრინჯაოს პრიზიორი იყო, 2008 წელს პეკინში - ოქრო დაიმსახურა.

"ძალიან მინდოდა ამ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვება, - ამბობს ზუ შიმინი. - ძალიან ფრთხილად და ყურადღებით ვეკიდებოდი ყოველ ბრძოლას. შეცდომის უფლება არ
მქონდა.

ახლა მინდა, მეტი დრო გავატარო ოჯახთან და ჩემს ერთი წლის შვილთან, მაგრამ, ამავდროულად, სერიოზულად განვიხილავ პროფესიულ კრივში გადასვლის შესაძლებლობას".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული