ტიმოტი ბრედლიმ მენი პაკიაო გამოიწვია

AutoSharing Option
ამერიკელმა მოკრივემ ტიმოტი ბრედლიმ განმეორებით ბრძოლაში გამოიწვია ფილიპინელი მენი პაკიაო.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ივნისში ტიმოტიმ 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBO-ს საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა აზიელ მოკრივეს.

ბრედლიმ განაცხადა, რომ პაკიაოს ეშინია მისი, რადგან გამარჯვება არ შეუძლია. ამერიკელი მოკრივის თქმით, მენის გუნდი აჭიანურებს განმეორებით ბრძოლაზე გადაწყვეტილების მიღებას.

როგორც ინტერნეტ-გამოცემა Boxingnews24 იტყობინება, პაკიაო თავის მორიგ ბრძოლას 2012 წლის 10 ნოემბრისთვის გეგმავს. სახელდება სამი პრეტენდენტი: ბრედლი, პუერტორიკოელი მიგელ კოტო და მექსიკელი ხუან მანუელ მარკესი. ამ უკანასკნელს ფილიპინელი სამჯერ შეხვედრია, კოტოს - ერთხელ.

ბრედლის
გამარჯვება პაკიაოზე საკამათო იყო - მას ორმა მსაჯმა მიანიჭა უპირატესობა, ერთმა ფილიპინელის მხარე დაიჭირა. ამ გადაწყვეტილებამ პრესისა და სპეციალისტების მხრიდან დიდი კრიტიკა გამოიწვია და ბევრმა განაცხადა, რომ სინამდვილეში, ბრძოლა პაკიაომ მოიგო.

28 წლის ბრედლის პროფესიულ რინგზე 29 გამარჯვება აქვს მოპოვებული 30 ბრძოლიდან. ერთ შეხვედრა გაუქმებულად გამოცხადდა.

33 წლის პაკიაომ 60 ბრძოლის გამართვა მოასწრო: მოიგო 54 (38 - ნოკაუტით), წააგო ოთხი და ორი ფრედ დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული