გერმანული დერბი სომეხმა მოიგო

AutoSharing Option
სომხური წარმოშობის გერმანელმა მოკრივემ არტურ აბრაჰამმა ბერლინში გამართულ ბრძოლაში ჩამოართვა მეორე საშუალო წონაში WBO-ს ტიტული თანამემამულე რობერტ შტიგლიცს. აბრაჰამი მთელი ბრძოლის განმავლობაში ფლობდა ინიციატივას და ქულებით გაიმარჯვა.

ექსპერტები ფავორიტად საშუალო წონაში ყოფილ ჩემპიონს არტურ აბრაჰამს მიიჩნევდნენ. ის მეტოქეზე უფრო დიდი და ძლიერი ჩანდა და მზად იყო, ერთი დარტყმით მოეღო ბოლო მეტოქისთვის.

სწორედ მომაკვდინებელი დარტყმა მიიჩნევა აბრაჰამის სავიზიტო ბარათად. მოწინააღმდეგისგან განსხვავებით, შტიგლიცი უფრო მოძრავი ჩანდა და იმის იმედი უნდა ჰქონოდა, რომ სხვადასხვა მხრიდან შეტევებით გაარღვევდა აბრაჰამის დაცვას.

სასტარტო რაუნდები აბრაჰამს დარჩა,
რომელიც წარმატებით ახორციელებდა გვერდით დარტყმებს. თუმცა შემდეგ რაუნდებში შტიგლიცის ჯერი დადგა, მაგრამ ინიციატივის მოპოვების მიუხედავად, აბრაჰამის დაცვას ვერაფერი მოუხერხა.

ბრძოლის შუაში ცხადი გახდა, რომ შტიგლიცი თავის მეტოქეს ახალს ვერაფერს სთავაზობდა. არადა, ინიციატივა ისევ მის ხელში იყო. ჩანდა, რომ ქულებით წინ იყო აბრაჰამი, რომლის დარტყმები, პერიოდულად, მიზანს აღწევდა.

მეშვიდე-მერვე რაუნდებში აბრაჰამმა ვერ მოითმინა, შეტევაში წავიდა და სერიოზული ზეწოლა განახორციელა რობერტზე.

მოგვიანებით, ფავორიტმა შეტევის საშუალება მისცა შტიგლიცს და აბრაჰამი ბაგირებთანაც კი მიიმწყვდიეს, მაგრამ ჩემპიონი ისევ უინტერესოდ ჩხუბობდა: აბრაჰამმა მოუწოდა მეტოქეს, უფრო ძლიერად დაერტყა, მაგრამ ამასობაში გონგის ხმა გაისმა.

მეცხრე რაუნდში შტიგლიცს ორი გვერდითი დარტყმა გამოუვიდა, მაგრამ ბრძოლის უფრო გახსნა არ გარისკა, რადგან საპასუხო დარტყმებს შეუშინდა. თუმცა მეათე რაუნდში ჩემპიონი დაზიანებას ვერ გადაურჩა - შტიგლიცს თვალის ქვეშ ჭრილობა გაეხსნა. მას ისღა რჩებოდა, წინ წასულიყო და ნოკდაუნი მაინც მოეპოვებინა.

მე-12 რაუნდში შტიგლიცმა ჩაატარა შეტევა და ისევ მიიმწყვდია აბრაჰამი ბაგირებზე. ამ რაუნდში არტურს მოგებისთვის არაფერი გაუკეთებია, მაგრამ არც შტიგლიცს ჰქონდა საკმარისი დროს იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვება მოეპოვებინა.

ყოველ შემთხვევაში, ფინალური გონგის შემდეგ აბრაჰამის გუნდში დარწმუნებულნი იყვნენ, რომ გამარჯვება და საჩემპიონო ქამარი მათ დარჩებოდათ. ასეც მოხდა - ყველა მსაჯმა უპირატესობა აბრაჰამს მისცა - 116:112, 116:112, 115:113 და არტურმა ჩამოართვა საჩემპიონო ქამარი შტიგლიცს.

დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ახლა არტურ აბრაჰამს ელის ბრძოლა საშუალო წონაში WBA-ს სუპერჩემპიონთან, ფელიქს შტურმთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული