ვიტალი კლიჩკოს ცოლი უმღერებს

AutoSharing Option
ვიტალი კლიჩკოს მეუღლე - ნატალია სიმღერას შეასრულებს თავისი ქმრის საჩემპიონო ბრძოლის წინ, რომელშიც სუპერმძიმე წონით კატეგორიაში WBC-ის ჩემპიონი 8 სექტემბერს, მოსკოვში შეხვდება გერმანელ მანუელ ჩარს.

ნატალია კლიჩკო შეასრულებს სიმღერას - The Power of Love. ეს კომპოზიცია გასული საუკუნის 80-იან წლებში ჯენიფერ რაშმა ჩაწერა და შემდეგ კიდევ რამდენიმე მომღერალმა შეასრულა, მათ შორის, სელინ დიონმა.

უკრაინელი მოკრივის მეუღლეს აკომპანირებას გაუწევს მევიოლინეთა კვარტეტი - Aphrodite. ნატალია კლიჩკოს ამ სიმღერის ჩაწერა კვარტეტის პროდიუსერმა გიუნტერ მენდემ შესთავაზა, რომელიც ადრე სელინ დიონთან მუშაობდა.

2010 წელს გერმანული
ტელევიზიის ეთერში ნატალია კლიჩკომ შეასრულა რომანსი კინოფილმიდან - "სასტიკი რომანსი". აღსანიშნავია, რომ მეუღლეს გიტარით აკომპანირებას თავად ვიტალი კლიჩკო უწევდა.

ამასობაში უფროსმა კლიჩკომ განაცხადა, რომ არასოდეს გავა რინგზე ევანდერ ჰოლიფილდის წინააღმდეგ.

ამ ცოტა ხნის წინ 49 წლის ამერიკელმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ დღემდე არ დაუმთავრებია კარიერა და მასთან ბრძოლა ძმები კლიჩკოებისთვის ფინანსურად ძალიან მომგებიანი იქნებოდა. ევანდერმა თანხაც კი დაასახელა - 20 მილიონი დოლარი.

"ჰოლიფილდს ხშირად უთქვამს, რომ ჩემთან ან ჩემს ძმასთან შეხვედრის სურვილი აქვს, მაგრამ ეს შეუძლებელია. არასოდეს გავალ რინგზე მის წინააღმდეგ, რადგან ის ჩემი კერპია", - ამბობს ვიტალი კლიჩკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული