ეს ბრძოლა მეოთხე რაუნდში შეწყდა, რადგან ჩარს წარბი გაუსკდა და კლიჩკოს ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება მიანიჭეს.
ჩარის წარმომადგენელთა თქმით, ბრძოლამდე ერთი დღით ადრე მოკრივეებმა მოილაპარაკეს - რომელიმეს ტრავმის შემთხვევაში, რეფერი რინგის იმ კუთხესთან უნდა მისულიყო, რომელიც ყველაზე ახლოს იქნებოდა ტრავმირებულ მოკრივესთან და იქ გაერკვია ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობა იმ კუთხესთან მყოფ ორ ექიმთან.
ჩარის წარმომადგენლები მიუთითებენ იმაზე, რომ რეფერი არა უახლოესი კუთხისკენ, არამედ სხვა მიმართულებით
ბრძოლის შემდეგ პრესკონფერენციაზე კლიჩკო ამბობდა, რომ რინგთან მხოლოდ ერთი ექიმი იდგა და მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ კუთხესთან მივიდოდა რეფერი.
გერმანული მხარე იხსენებს 2006 წელს გამართულ ბრძოლას, რომელშიც ერთმანეთს ხვდებოდნენ გერმანელი არტურ აბრაჰამი და კოლუმბიელი ედისონ მირანდა. მეოთხე რაუნდში მირანდამ ყბა გაუტეხა აბრაჰამს, მაგრამ ბრძოლა არ შეწყვიტეს და საბოლოოდ აბრაჰამმა გამარჯვება მოიპოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"