მაიკლ ტაისონს ცეკვა და სიმღერა მოუნდა

AutoSharing Option
ერთ დროს ცნობილი სკანდალისტი, ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მაიკ ტაისონი დღეს კეთილი და მოკრძალებული მამაკაცის იმიჯით სარგებლობს.

მას იღებენ ფილმებში, ესწრება მაღალი საზოგადოების საღამოებს, უწყინარი სახით ესაუბრება ჟურნალისტებს... და როგორც ირკვევა, ოცნებობს მიუზიკლებზე, სიმღერებსა და ცეკვებზე.

"აღარ მინდა ცუდი ბიჭის როლი, - ამტკიცებს სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი - ყოველთვის ასეთი ვიყავი. არადა, მინდოდა, კარგი ადამიანი სახელი მქონოდა. უბრალოდ, არ ვიცოდი, როგორ მიმეღწია ამისთვის.

ალბათ, უფრო ბევრს იმაზე ვფიქრობდი, როგორ შემენარჩუნებინა ბოროტისა და სკანდალისტის სახელი. ახლა კი მიუზიკლებში სიმღერა და ცეკვა
მინდა".

უნდა აღინიშნოს, რომ შარშან დიადმა მოკრივემ მონაწილეობა მიიღო საცეკვაო შოუში, წელს კი თეატრალურ დადგმაში მიიწვიეს. წინ კიდევ ერთი ახალი გამოცდილებაა - ტაისონი მიუზიკლში აპირებს მონაწილეობას.

ტაისონი ამჟამად ჰონგ კონგს - კუნგ-ფუს ბოევიკების სამშობლოს სტუმრობს. "რას იტყვით ბრიუს ლის შესახებ?" - დაინტერესდნენ ჟურნალისტები. "ის ქუჩის მოჩხუბარი იყო და ყოველთვის სიკვდილ-სიცოცხლისთვის იბრძოდა. მე მასთან ჩხუბს არ ვისურვებდი", - უპასუხა ტაისონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული