მას იღებენ ფილმებში, ესწრება მაღალი საზოგადოების საღამოებს, უწყინარი სახით ესაუბრება ჟურნალისტებს... და როგორც ირკვევა, ოცნებობს მიუზიკლებზე, სიმღერებსა და ცეკვებზე.
"აღარ მინდა ცუდი ბიჭის როლი, - ამტკიცებს სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი - ყოველთვის ასეთი ვიყავი. არადა, მინდოდა, კარგი ადამიანი სახელი მქონოდა. უბრალოდ, არ ვიცოდი, როგორ მიმეღწია ამისთვის.
ალბათ, უფრო ბევრს იმაზე ვფიქრობდი, როგორ შემენარჩუნებინა ბოროტისა და სკანდალისტის სახელი. ახლა კი მიუზიკლებში სიმღერა და ცეკვა
უნდა აღინიშნოს, რომ შარშან დიადმა მოკრივემ მონაწილეობა მიიღო საცეკვაო შოუში, წელს კი თეატრალურ დადგმაში მიიწვიეს. წინ კიდევ ერთი ახალი გამოცდილებაა - ტაისონი მიუზიკლში აპირებს მონაწილეობას.
ტაისონი ამჟამად ჰონგ კონგს - კუნგ-ფუს ბოევიკების სამშობლოს სტუმრობს. "რას იტყვით ბრიუს ლის შესახებ?" - დაინტერესდნენ ჟურნალისტები. "ის ქუჩის მოჩხუბარი იყო და ყოველთვის სიკვდილ-სიცოცხლისთვის იბრძოდა. მე მასთან ჩხუბს არ ვისურვებდი", - უპასუხა ტაისონმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"