ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი თავისუფლების მედლით დააჯილდოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი ფილადელფიაში თავისუფლების მედლით დააჯილდოვეს.

მედალი მუჰამედ ალის მის მიერ მსოფლიოში ადამიანთა სამოქალაქო და რელიგიური უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა (იხილეთ ვიდეო).

საზეიმო ცერემონიას იგი ცოლთან და ქალიშვილთან - ასევე მსოფლიო ჩემპიონთან კრივში - ერთად დაესწრო.

ალის "საუკუნის სპორტსმენსაც" უწოდებდნენ. 1981 წელს იგი კრივიდან წავიდა. 70 წლის ალი უკვე 30 წელია, პარკინსონის დაავადებით იტანჯება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული