ტაისონი დიდების დარბაზს უმიზნებს

AutoSharing Option

კრივის დიდების დარბაზში ახალი წევრების მისაღებად ემზადებიან. დარბაზის ხელმძღვანელობამ შეადგინა კანდიდატების გრძელი სია და ის კრივის ექსპერტებს განსახილველად გაუგზავნა. წელს დიდების დარბაზში მოხვედრაზე რამდენიმე ლეგენდარული მოკრივე აცხადებს პრეტენზიას. ერთ-ერთ მათგანია მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი სუპერმძიმე წონაში მაიკ ტაისონი. აქვე ვხედავთ სამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექსჩემპიონს ხულიო სესარ ჩავეს-უმცროსსა და პირველ ნახევრადსაშუალო წონაში ყოფილ აბსოლუტური ჩემპიონს კონსტანტინ ცზიუს.

ამ სამეულის გარდა, კანდიდატთა სიაში კიდევ 45 ადამიანია დასახელებული, ზოგიერთი უკვე მეორედ აცხადებს პრეტენზიას დიდების დარბაზში მოხვედრაზე. ასეთები არიან, მაგალითად, ნახევრადმჩატე წონაში მსოფლიოს

ექსჩემპიონი ნასიმ ჰამედი, ნახევრადსაშუალო წონაში ყოფილი ჩემპიონი დონალდ კარი, მეორე საშუალო წონაში ექსჩემპიონი სვენ ოტკე და სამ წონით კატეგორიაში პლანეტის ყოფილი საუკეთესო მოკრივე ვილფრედო ვასკესი.

კრივის დიდების დარბაზში ის მოკრივეები შედიან, რომლებმაც მინიმუმ ხუთი წლის წინ დაასრულეს კარიერა. მკაცრი შერჩევის შემდეგ ახალი წევრების დარბაზში შეყვანის საზეიმო ცერემონია 2011 წლის 12 ივნისს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული